ავტორიზაცია

"პრესას მე ვერ გავაკონტროლებ", - რონალდ კუმანმა ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ისაუბრა

"პრესას მე ვერ გავაკონტროლებ", - რონალდ კუმანმა ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ისაუბრა
თარიღი 10 მაი 2021, 16:24

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

პრესას თუ დავუჯერებთ, თუ „ბარსელონამ“ ლა ლიგა ვერ მოიგო, ჰოლანდიელი სპეციალისტის მომავალი ეჭვქვეშ დადგება.

„ბარსელონას პრეზიდენტი პირველივე დღიდან მენდობოდა. ჩემი მომავალი ნამდვილად არ არის ის, რაზეც უნდა ვინერვიულო. ამ კლუბში მოსვლისთანავე ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამიტომ, ბუნებრივია, რომ მომავალ სეზონშიც ამ გუნდის მწვრთნელად ვხედავ საკუთარ თავს.

როცა სეზონი დასრულდება, პრეზიდენტთან დავილაპარაკებთ. პრიმერას დასრულება ახლა ჩემს მომავალზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

შესაძლო გაშვებას მხოლოდ მე არ მაწერენ, ეს ყველა მწვრთნელს მოსდის. პრესას მე ვერ გავაკონტროლებ, ყველას შეუძლია საკუთარი აზრი ჰქონდეს და მე მისი შეცვლა არ მჭირდება. ორ კვირაში გვექნება საკმარისი დრო მომავალზე დასალაპარაკებლად.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo.