ავტორიზაცია

კეინმა ინგლისს გარეთ სასურველი გუნდი უკვე აირჩია - პირველი კონტაქტები შედგა

კეინმა ინგლისს გარეთ სასურველი გუნდი უკვე აირჩია - პირველი კონტაქტები შედგა
თარიღი 10 მაი 2021, 16:38

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელს, ჰარი კეინს, კარიერის გაგრძელება სხვა ჩემპიონატში სურს.

Sport.es-ის ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელ ფეხბურთელს „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა. მეტიც, ჰარის წარმომადგენლები კატალონიურ გუნდთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ კიდეც.

თუმცა, კლუბში ტრანსფერში ეჭვი ეპარებათ, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისელ ფეხბურთელებს ესპანეთში ცხოვრებასთან ადაპტირება როგორც წესი ძალიან უჭირთ ხოლმე.

ნებისმიერ შემთხვევაში, „ბარსელონა“ ტრანსფერის შესაძლებლობას არ გამორიცხავს და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და „დეზებში“ 2011 წლიდან ასპარეზობს. ამ სეზონში ინგლისელმა პრემიერ ლიგის 32 მატჩში 21 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჯერჯერობით, კეინს „ტოტენჰემის“ რიგებში არცერთი ტიტული არ მოუგია.