ავტორიზაცია

ყველაზე დაბალი შეფასება პირლოსთან ერთად - რონალდუს საშინელი მატჩი მილანთან

ყველაზე დაბალი შეფასება პირლოსთან ერთად - რონალდუს საშინელი მატჩი მილანთან
თარიღი 10 მაი 2021, 18:12

„იუვენტუსის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „მილანთან“ (0:3) მატჩი საკმაოდ ცუდად ჩაატარა.

სერია ა-ს 35-ე ტურში „იუვემ“ „როსონერის“ უმასპინძლა და სენსაციურად 0:3 განადგურდა. კრიშტიანუ რონალდუს თამაში კი კრიტიკოსების ქარცეცხლში მოექცა.

კერძოდ, იტალიურმა პრესამ რონალდუს ამ მატჩში 10 შესაძლოდან 4 ქულა დაუწერა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია. ამდენივე დაუწერეს გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსაც.

დანარჩენ ფეხბურთელებს La Gazzetta dello Sport-ისგან 5-ანები ერგოთ, გარდა ვოიცეხ შესნისა და მატეის დე ლიგტის, რომლებსაც 6 დაუწერეს. 

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „იუვენტუსი“ მე-5 პოზიციას იკავებს და შესაძლოა, 10 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს.
 

იუვენტუსმა პირლოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - გაუშვებენ თუ არა იტალიელს დაუყონებლივ?

პირლო: "ვაპირებ თუ არა გადადგომას?"