ავტორიზაცია

"ნეიმარის საუკეთესო წლები წარსულშია, ის მატჩებს მარტო ვეღარ იგებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი

"ნეიმარის საუკეთესო წლები წარსულშია, ის მატჩებს მარტო ვეღარ იგებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი
თარიღი 10 მაი 2021, 19:26

„პსჟ-ს“ ექს-ფეხბურთელმა, დავიდ ჟინოლამ, ნეიმართან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

„პარიზელები ხაზს უსვამენ, რომ საკუთარი ფეხბურთელების შენარჩუნება სურთ. იმედი კონტრაქტს მბაპე და დი მარიაც გაახანგრძლივებენ. ტიტულების მოსაგებად სტაბილურობაა საჭირო.

კარგია, რომ ნეიმარის კეთილგანწყობა და ლოიალურობა მოვიპოვეთ. თუმცა მგონია, რომ დრო, როცა მას მატჩების მარტოს მოგება შეეძლო, როგორც პლატინის და მარადონას - წარსულში დარჩა. 

ჩემპიონთა ლიგაზე წინ სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად, ნეიმარი გუნდს უნდა ემსახუროს და საერთო ჯგუფთან ერთად იშრომოს. „პსჟ“ ამისგან უფრო მეტს მოიგებს, თუ შეკრული გუნდი იქნება.

არ შეიძლება ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივება, თუ პარალელურად მბაპესთანაც არ მოხდა იგივე. ნეიმარი 29 წლისაა, მისი საუკეთესო წლები უკან დარჩა. მბაპე უფრო ახალგაზრდაა და უდიდეს პოტენციალს ფლობს, რომლის მხოლოდ 60%-ს ვიყენებთ ჩვენ. როცა 100%-ით შევძლებთ ნეიმარის, მბაპეს და დი მარიას გამოყენებას, „პსჟ“ ნამდვილი მანქანა გახდება.

დღეს, ფეხბურთელებმა უნდა აღიარონ, რომ ვერაფერს გახდებიან, თუ საკუთარ თავს გუნდზე მაღლა დააყენებენ.“ - აღნიშნა ჟინოლამ.