ავტორიზაცია

ბარსა კეინის წარმომადგენლებს დაუკავშირდა — ორი მთავარი პრობლემა, რომელიც ტრანსფერს ეჭვქვეშ აყენებს

ბარსა კეინის წარმომადგენლებს დაუკავშირდა — ორი მთავარი პრობლემა, რომელიც ტრანსფერს ეჭვქვეშ აყენებს
თარიღი 10 მაი 2021, 21:46

"ბარსელონამ" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, წერენ ესპანურ პრესაში.

როგორც ცნობილი გამოცემა Sport.es იტყობინება, ზაფხულისთვის კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტოპ-თავდამსხმელის დამატებაა.

მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კეინის შეძენაში ეჭვი ეპარებათ. "ბარსაში" შიშობენ, რომ ამ ტრანსფერმა შეიძლება არ იმუშაოს იმის გამო, რომ ინგლისელებს ლა ლიგაში ადაპტაცია უჭირთ. ამავდროულად, გარიგებას ხელი შეიძლება კატალონიელთა ფინანსურმა პრობლემებმაც შეუშალოს. "დეზები" თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებში დათმობებზე არ წავლენ.

მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, კეინის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს, "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

კეინმა ინგლისს გარეთ სასურველი გუნდი უკვე აირჩია - პირველი კონტაქტები შედგა