ავტორიზაცია

ფაბიან რუისი მზადაა რეალთან წინასწარი შეთანხმება გაწყვიტოს და ბარსელონაში გადავიდეს

ფაბიან რუისი მზადაა რეალთან წინასწარი შეთანხმება გაწყვიტოს და ბარსელონაში გადავიდეს
თარიღი 10 მაი 2021, 22:08

"ნაპოლის" ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა შეიძლება "რეალში" გადასვლაზე უარი განაცხადოს.

23 წლის ესპანელს "სამეფო კლუბთან" წინასწარი შეთანხმება აქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული გაწყვიტოს და "ბარსელონაში" გადავიდეს, იტყობინება Sport.es.

ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბში სამომავლო განვითარებისთვის და პროგრესისთვის უკეთესი პერსპექტივები ექნება.

მიმდინარე სეზონში რუისმა სერია ა-ში 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.