ავტორიზაცია

სასუოლოს მთავარი მწვრთნელი შახტარის ჩაბარებასთან ახლოსაა

სასუოლოს მთავარი მწვრთნელი შახტარის ჩაბარებასთან ახლოსაა
თარიღი 10 მაი 2021, 22:15

"სასუოლოს" მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი "შახტარს" გაწვრთნის.

როგორც ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი ორ წელიწადზე იქნება გათვლილი.

41 წლის დე ძერბი "სასუოლოს" 2018 წლიდან უდგას სათავეში. მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

მოგეხსენებათ, 9 მაისს, "შახტარის" ამჟამინდელმა თავკაცმა, ლუიშ კაშტრუმ დაადასტურა, რომ უკრაინულ კლუბს ტოვებს.