ავტორიზაცია

გატუზო ფიორენტინას უფრო და უფრო უახლოვდება

გატუზო ფიორენტინას უფრო და უფრო უახლოვდება
თარიღი 10 მაი 2021, 22:18

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო "ფიორენტინასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფლორენციულმა კლუბმა 43 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებში წინ წაიწია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გატუზოს "ფიორენტინაში" სრული თავისუფლება ექნება. ის წარმართავს სატრანსფერო სტრატეგიას და მთელ შემადგენლობას გადააწყობს საშუალო ასაკის შემცირების მიზნით.

აღინიშნება, რომ მხარეები ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, თანამშრომლობის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.