ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩმა იუვენტუსთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო

იბრაჰიმოვიჩმა იუვენტუსთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო
თარიღი 10 მაი 2021, 22:21

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში "იუვენტუსთან" (3:0) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

39 წლის შვედი მეორე ტაიმში დაშავდა. ზლატანმა ფეხი ცუდად დადგა და ყვირილით დაეცა მინდორზე.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩმა შეხვედრის გაგრძელება მოითხოვა, მაგრამ იძულებული გახდა შეცვლა ეთხოვა.

როგორც აღინიშნება, "როსონერის" სუპერვარსკვლავს მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული.