ავტორიზაცია

მილანს ჩელსის მცველის შესყიდვა სურს

მილანს ჩელსის მცველის შესყიდვა სურს
თარიღი 10 მაი 2021, 22:27

"მილანის" მცველი, ფიკაიო ტომორი, რომელიც "ჩელსის" საკუთრებაა, შეიძლება იტალიურ კლუბში დაბრუნდეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ თქვა, რომ კლუბი ლონდონელთა 23 წლის ინგლისელი უკანახაზელის შესყიდვას გეგმავს.

როგორც აღინიშნება, "როსონერი" მზად არის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

მიმდინარე სეზონში ტომორიმ "მილანის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.