ავტორიზაცია

პორტუს თავდამსხმელი ალ-ჰილალში გადავიდა

პორტუს თავდამსხმელი ალ-ჰილალში გადავიდა
თარიღი 10 მაი 2021, 22:30

"პორტუს" თავდამსხმელმა, მუსა მარეგამ "ალ-ჰილალთან" გააფორმა კონტრაქტი, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

აღსანიშნავია, რომ არაბულ გუნდში უკვე ირიცხებიან ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც ბატეფიმი გომისი, სებასტიან ჯოვინკო და ლუსიანო ვიეტო არიან.

30 წლის მალელი პორტუგალიურ კლუბში 2017 წლის ზაფხულიდან ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონში აფრიკელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "პორტუს" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.