ავტორიზაცია

დრაქსლერი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა

დრაქსლერი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა
თარიღი 10 მაი 2021, 22:36

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი კლუბში რჩება, იუწყება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის გერმანელი პარიზელებთან კონტრაქტის 2024 წლის ივნისამდე გაგრძელებას დათანხმდა. ამის შესახებ აქამდე ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მაც დაწერა.

აგრეთვე, აღინიშნება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "პსჟ" "რომადან" იჯარით დამატებულ ნახევარმცველს, ალესანდრო ფლორენცის სერია ა-ში დააბრუნებს.

მიმდინარე სეზონში დრაქსლერმა ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.