ავტორიზაცია

რეალსა და ბარსელონას ფაბიან რუისისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდათ

რეალსა და ბარსელონას ფაბიან რუისისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდათ
თარიღი 10 მაი 2021, 22:46

"პსჟ" "ნაპოლის" ნახევარმცველ ფაბიან რუისით ინტერესდება, იტყობინება Corriere dello Sport.

როგორც აღინიშნება, 25 წლის ესპანელის დამატების მთავარი პრეტენდენტები "რეალი" და "ბარსელონა" არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ პრობლემად შეიძლება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი იქცეს, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენს.

არსებული ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" მზად არის ნეაპოლელებს 60 მილიონი გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში ფაბიან რუისმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

ესპანელ ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ნაპოლისთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.