ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ესპანიოლის 17 წლის თავდამსხმელს იმატებს

მანჩესტერ სიტი ესპანიოლის 17 წლის თავდამსხმელს იმატებს
თარიღი 10 მაი 2021, 22:55

"მანჩესტერ სიტი" "ესპანიოლის" თავდამსხმელ მატეუს ფერნანდესთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

როგორც იწერება, 17 წლის ესპანელს კარიერის ინგლისურ კლუბში გაგრძელება სურს. სატრანსფერო ფასი ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარე სეზონში ფერნანდესს "ესპანიოლის" პირველ გუნდში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.