ავტორიზაცია

პირლო შესაძლოა იუვენტუსიდან ძალიან მალე დაითხოვონ

პირლო შესაძლოა იუვენტუსიდან ძალიან მალე დაითხოვონ
თარიღი 10 მაი 2021, 22:59

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო შეიძლება უახლოეს პერიოდში გაათავისუფლონ, იტყობინება La Stampa.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა ამ სეზონში გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სპეციალისტთან განშორებაზე ფიქრობს.

ამ დროისთვის, "ბებერ ქალბატონში" განიხილავენ, დაელოდონ სეზონის დასრულებას თუ პირლო ახლავე გაუშვან.

გუშინ, 9 მაისს, "იუვენტუსი" სერია ა-ს ეგიდით შინ "მილანთან" 0:3 განადგურდა. ამ მატჩის შემდეგ, მწვრთნელმა თქვა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს. "ბიანკონერი" სატურნირო ცხრილში 69 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.