ავტორიზაცია

ლემარმა ბარსელონასთან მატჩში ტრავმა მიიღო

ლემარმა ბარსელონასთან მატჩში ტრავმა მიიღო
თარიღი 10 მაი 2021, 23:02

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა ლა ლიგის 35-ე ტურში "ბარსელონასთან" (0:0) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

ფრანგი შეხვედრის დებიუტშივე დაშავდა და მე-14 წუთზე შეცვალეს.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ლემარს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ლემარმა ესპანეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.