ავტორიზაცია

მალდინი მილანის ორ ფეხბურთელთან განიხილავს კონტრაქტის გახანგრძლივებას

მალდინი მილანის ორ ფეხბურთელთან განიხილავს კონტრაქტის გახანგრძლივებას
თარიღი 10 მაი 2021, 23:39

"მილანს" მცველ დავიდე კალაბრიასა და ნახევარმცველი ფრანკ კესიეს შენარჩუნება უნდა, იუწყება ჟურნალისტი, ელიოტ ფრიდმანი.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ ფეხბურთელების აგენტებთან შეხვედრები დანიშნა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა იტალიელსა და კოტდ'ივუარელს 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ.

სერია ა-ში კესიემ ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა, კალაბრიას აქტივში კი 29 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი და გაკეთებული 1 ასისტია.