ავტორიზაცია

ცნობილი გახდა გერმანიის ნაკრებში ფლიკის კონტრაქტის დეტალები

ცნობილი გახდა გერმანიის ნაკრებში ფლიკის კონტრაქტის დეტალები
თარიღი 10 მაი 2021, 23:43

ცნობილი გახდა, თუ რა პირობებით გააფორმებს კონტრაქტს ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრებთან, წერს Abendzeitung Munchen.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტი ეროვნულ გუნდთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

როგორც აღინიშნება, ფლიკი "ბუნდესთიმს" 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, იოაჰიმ ლიოვი პოსტს ევრო 2020-ის შემდეგ დატოვებს.