ავტორიზაცია

ვერატი ევრო 2020-ისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს

ვერატი ევრო 2020-ისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს
თარიღი 10 მაი 2021, 23:45

"პსჟ"-ს ნახევარმცველს, მარკო ვერატის მუხლის ტრავმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებაში ხელს არ შეუშლის.

აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

იტალიელის აღდგენითი პროცესები დაახლოებით სამ კვირას გასტანს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, სერიოზული პრობლემა არ აღმოჩენილა.

"სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩს 11 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.