ლივერპული სალაჰის ჩელსიში გაშვებას არ აპირებს

"ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი "ჩელსიში" არ დაბრუნდება.
როგორც The Athletic იტყობინება, მერსისაიდული კლუბი ეგვიპტელთან განშორებას არ აპირებს.
აქამდე გავრცელებული ცნობით, 28 წლის თავდამსხმელი ლონდონელთა შორტ-ლისტშია მოხვედრილი.
შეგახსენებთ, სალაჰი "ჩელსიში" 2014 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა და ამ დროის განმავლობაში ორჯერ იყო განათხოვრებული - ჯერ "ფიორენტინაში", შემდეგ "რომაში".