ავტორიზაცია

ბილბაომ კლუბიდან გოლკიპერის წასვლა დაადასტურა

ბილბაომ კლუბიდან გოლკიპერის წასვლა დაადასტურა
თარიღი 10 მაი 2021, 23:50

"ბილბაოს" გოლკიპერი, იაგო ერერინი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბასკური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

33 წლის მეკარე გუნდში რვა სეზონის მანძილზე ირიცხებოდა და ამ დროის განმავლობაში 119 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მას არ უთამაშია.

"ბილბაოს" რიგებში ერერინი ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.