ავტორიზაცია

ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის
თარიღი 10 მაი 2021, 23:53

"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია ა-ს 35-ე ტურში "იუვენტუსთან" (3:0) გამართულ მატჩში დაშავდა.

როგორც Sky Sport Italia იტყობინება, 39 წლის შვედი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

წინასწარი ინფორმაციით, ზლატანი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, თუმცა "კალიარისთან" და "ტორინოსთან" გასამართი უახლოესი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.

მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელს მარჯვენა ფეხის მუხლის მყესები გაიწყვიტა, ახლა კი მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული.