ავტორიზაცია

არსენალის ნახევარმცველმა კარიერა შეიძლება მარსელში გააგრძელოს

არსენალის ნახევარმცველმა კარიერა შეიძლება მარსელში გააგრძელოს
თარიღი 10 მაი 2021, 23:55

"არსენალის" ნახევარმცველმა, მატეო გენდუზიმ მომავალი სეზონი შეიძლება "მარსელში" დაიწყოს, იტყობინება L`Equipe.

ფრანგი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის.

მიმდინარე სეზონს გენდუზი იჯარით "ჰერტაში" ატარებს, სადაც 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი ასისტი გააკეთა.

22 წლის ფრანგს "მეთოფეებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.