ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენი მბაპეს შემცვლელად სალაჰს მოიაზრებს

პარი სენ ჟერმენი მბაპეს შემცვლელად სალაჰს მოიაზრებს
თარიღი 10 მაი 2021, 23:58

"პსჟ" "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის შეძენას ეცდება, წერს Daily Mirror.

თუმცა, აღინიშნება, რომ მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ პარიზელთა თავდამსხმელი, კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის.

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების ლიდერს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

რაც შეეხება სალაჰს, "ლივერპულთან" მას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. გარდა პარიზული კლუბისა, მისდამი ინტერესს "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა მერსისაიდელთა მაისურთ 34 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.