ავტორიზაცია

ბარსელონა რონალდ კუმანს ლა ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი გაუშვებს?! ESPN-მ მიზეზი დაასახელა

ბარსელონა რონალდ კუმანს ლა ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი გაუშვებს?! ESPN-მ მიზეზი დაასახელა
თარიღი 11 მაი 2021, 10:12

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, თანამდებობა შესაძლოა ტიტულების დუბლის შესრულების მიუხედავადაც დატოვოს.

ამ სეზონში, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდს კოპა დელ რეი უკვე მოაგებინა და ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ქვეყნის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. თუმცა, ESPN ასახელებს მიზეზს, რომლის გამოც, კუმანი შესაძლოა გუნდიდან სეზონის ბოლოს მაინც დაითხოვონ.

როგორც ირკვევა, „ბარსელონას“ რამდენიმე დირექტორი ფიქრობს, რომ კუმანის სათამაშო სტილი „ბარსელონას“ არ შეეფერება და მის გაშვებას მოითხოვენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ბლაუგრანა“ ლა ლიგის ჩემპიონი გახდება.

თავად კუმანს შესაძლო გაშვებაზე პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და მან აღნიშნა, რომ ჟოან ლაპორტას მხრიდან ნდობა გააჩნია და მშვიდად არის.

ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ჩემპიონობისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის: „ატლეტიკო“ (77), „რეალი“ (75), „ბარსელონა“ (75) და „სევილია“ (71).