ავტორიზაცია

ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინტერის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს მოულოდნელი თხოვნით მიმართა

ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინტერის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს მოულოდნელი თხოვნით მიმართა
თარიღი 11 May 2021, 10:38

„ინტერის“ ხელმძღვანელობამ ქვეყნის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ფეხბურთელებს მოულოდნელი თხოვნით მიმართა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანური გუნდის პრეზიდენტმა, სტივენ ჩჟანმა, შეხვედრაზე ფეხბურთელებს სთხოვა, რომ გუნდში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ორი თვის ხელფასი უარი თქვან.

კორონავირუსის პანდემიამ „ნერაძურის“ უდიდესი ფინანსური ზიანი მიაყენა და სხვანაირად, გუნდი უბრალოდ არსებობასაც ვერ მოახერხებს და წამყვანი ფეხბურთელების (და შესაძლოა მწვრთნელის) დაკარგვაც მოუწევს.

როგორც ცნობილი ხდება, თითოეული ფეხბურთელი ხელმძღვანელობასთან ამ საკითხს ინდივიდუალურად გაივლის და ეს შეხვედრები უფროსობასთან უახლოეს დღეებში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ იტალიის 2020/21-სეზონის ჩემპიონი გახდა და თავის ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგო. აქამდე, სერია ა-ს ზედიზედ 9 წლის მანძილზე „იუვენტუსი“ იგებდა.