"მოურინიოს დროს, ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება რთული იყო", - რაშფორდმა ჟოზესთან მუშაობის სირთულეები გაიხსენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, ისაუბრა იმაზე, თუ რით დაამახსოვრდა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდი.
„ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთს მაშინ ვაჩვენებთ, როცა თავისუფლად ვმოქმედებთ. ჟოზე მოურინიოს დროს, ძირითადად იყო მითითებები: „შენ იქ თამაშობ, შენ - იქ, შენ კი აქ.“
კი, საქმის შესრულება ასეთ პირობებშიც შეიძლება, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება რთული იყო.“ - ციტირებს რაშფორდის სიტყვებს BT Sport.
პორტუგალიელი სპეციალისტი „წითელ ეშმაკებში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც გუნდიდან დაითხოვეს.
„იუნაიტედის“ შემდეგ, ჟოზემ ძალები „ტოტენჰემშიც“ მოსინჯა, საიდანაც წელიწადნახევარში გაუშვეს. მომავალი სეზონიდან კი პორტუგალიელი „რომას“ ჩაიბარებს.
რაც შეეხება რაშფორდს, პრემიერ ლიგის ამ სეზონში მარკუსმა 34 მატჩში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.