ავტორიზაცია

"მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი? ამ გუნდს სიაში პირველ ადგილზე ვერ დავაყენებ", - გრილიშის აგენტი

"მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი? ამ გუნდს სიაში პირველ ადგილზე ვერ დავაყენებ", - გრილიშის აგენტი
თარიღი 11 მაი 2021, 15:31

„ასტონ ვილას“ ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

„სიმართლე ისაა, რომ ჩვენ საკუთარი მომავალის შესახებ არაფერი ვიცით. გრილიშით ბევრი კლუბი ინტერესდება და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ სიაში პირველ ადგილზე ვერ დავაყენებ.

თუმცა, ის შეიძლება „ასტონ ვილაშიც“ დარჩეს. ყველაფერი კლუბთან მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა გველის შემდგომში.“ - ციტირებს ბარნეტის სიტყვებს Goal.com.

მიმდინარე სეზონში გრილიშმა პრემიერ ლიგაში 22 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. „ასტონ ვილას“ 34 მატჩში 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.