"გადავწყვიტე, კონტრაქტი არ გავახანგრძლივო", - ბუფონი იუვენტუსს ტოვებს, აპირებს თუ არა კარიერის დასრულებას?
„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა, ჯიჯი ბუფონმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„გადავწყვიტე, რომ სეზონის ბოლოს „იუვენტუსი“ დავტოვო. კონტრაქტს არ ვახანგრძლივებ.“ - დასძინა ბუფონმა beIN Sports-თან საუბარში.
პირველად, ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წელს, „პარმადან“ გადავიდა და გუნდში 2018 წლამდე დარჩა. შემდეგ, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ის „პსჟ-ში“ წავიდა, სადაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ერთი წლის ამოწურვის შემდეგ, ჯიჯის „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება ვერ გაახანგრძლივა და „იუვენტუსში“ დაბრუნდა, სადაც დაბრუნების შემდეგ სერია ა-ში 16 მატჩის ჩატარება მოასწრო.
წელს ბევრი იწერებოდა, რომ ბუფონი „იუვეში“ სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს და როგორც ხედავთ, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა - ბუფონი „იუვენტუსს“ ტოვებს, მაგრამ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხვადასხვა იტალიური გუნდები ეპატიჟებიან.