ავტორიზაცია

ცნობილია იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა, რომლის გაყიდვასაც ბარსელონა ზაფხულში პირველ რიგში ეცდება

ცნობილია იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა, რომლის გაყიდვასაც ბარსელონა ზაფხულში პირველ რიგში ეცდება
თარიღი 11 მაი 2021, 16:15

მიმდინარე სეზონი ჯერ არ დასრულებულა, „ბარსა“ კი უკვე ახლისთვის მზადებას შეუდგა.

ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, გუნდისთვის ზაფხულში ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობესებლად ფეხბურთელების გაყიდვა იქნება საჭირო.

სწორედ ამიტომ, პირველი ორი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიური გრანდი კარისკენ მიუთითებს - ფილიპე კოუტინიო და მარტინ ბრეიტვეიტი იქნება.

რაც შეეხება შენაძენებს, გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გუნდში ერლინგ ჰოლანდის მოყვანას შეეცდება, თუმცა ეს შეუძლებელი იქნება, თუ „ბარსა“ მასში გადასახდელ ფულს ფეხბურთელების გაყიდვიდან ვერ ამოიღებს.

აქამდე, აქტიურად იწერებოდა, რომ „ბარსასთვის“ პრიორიტეტული ნეიმარის დაბრუნება იყო, რომელმაც თითქოს გუნდში გადმოსვლის სურვილიც გამოუთქვა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა „პსჟ-სთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თავი 2025 წლამდე დაუკავშირა.