ოფიციალურად: პრემიერ ლიგის მატჩებზე მაყურებლები ბრუნდებიან - რამდენი ქომაგი იქნება დაშვებული სტადიონებზე?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის მატჩებზე გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.
სტადიონებზე დასწრების შეზღუდვა ბრიტანეთში ორშაბათიდან, 17 მაისიდან შემსუბუქდება.
„ჩვენს სტადიონებზე შესასვლელ ლუქს მოვხსნით, თუმცა მატჩებზე დასწრება შეზღუდული რაოდენობის მაყურებელს შეეძლება.“ - აღნიშნა ჯონსონმა, როდესაც ინგლისში რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბრობდა.
მსხვილ სტადიონებზე დაშვებული იქნება 10 000-მდე გულშემატკივარი ან საერთო ტევადობის მაქსიმუმ 25%.
პრემიერ ლიგამ ბოლო და ბოლოსწინა ტურის მატჩები 18 და 19 მაისამდე გადაწია, რათა სეზონის ბოლომდე ყველა კლუბმა მინიმუმ ერთი მატჩის მაყურებლებთან ჩატარება მოასწროს.
თუმცა, როგორც ირკვევა, სტადიონებზე იქნება დაშვებული მხოლოდ ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც მატჩი იმართება.