ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერი ლესტერთან შინ დამარცხდა - "მელიებმა" ოთხეულში ადგილი გაიმყარეს

თარიღი 11 მაი 2021, 22:59

პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მეორე-მესამე ადგილოსნები - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლესტერი".

ფავორიტად ითვლებოდნენ "წითელი ეშმაკები", თუმცა მოულოდნელად გამარჯვება საკუთარ ანგარიშზე "მელიებმა" ჩაიწერეს.

ანგარიში გახსნეს "ლურჯებმა", ლიუკ ტომასის გოლით, მეისონ გრინვუდმა კი წონასწორობა აღადგინა, თუმცა ჩალარ სეიუნჯიუმ წინ კვლავ სტუმრები გაიყვანა.

"მანკუნიანელები" 70 ქულით დარჩნენ მეორე ადგილზე, ბრენდან როჯერსის შეგირდებმა კი ამ გამარჯვებით ოთხეულში ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს.