ავტორიზაცია

ორხელისუფლიანობა დაეცა! 2002 წლის შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონი არც პორტუ გახდა და არც ბენფიკა

ორხელისუფლიანობა დაეცა! 2002 წლის შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონი არც პორტუ გახდა და არც ბენფიკა
თარიღი 12 მაი 2021, 01:31

პორტუგალიის პრიმეირა ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს.

ჩემპიონატის 32-ე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ შინ „ბოავიშტა“ დაამარცხა და ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

მისი უახლოესი მდევარი „პორტუა“, რომელსაც 8 ქულით ნაკლები აქვს და 2 ტურში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მათემატიკრუადაც შეუძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „სპორტინგისთვის“ ეს ისტორიაში მე-19 ჩემპიონობაა, თუმცა გუნდი მის მოპოვებას თითქმის 20 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა.

უკანასკნელად, დედაქალაქელებმა ტიტულის მოპოვება 2001/02-სეზონში მოახერხეს. მას შემდეგ, პორტუგალიაში მხოლოდ ორი გუნდი მეფობდა - „პორტუ“ და „ბენფიკა“.

2002 წლის შემდეგ, პორტუგალიაში ჩემპიონი 18-ჯერ გამოვლინდა, 11-ჯერ თასის მოპოვება „პორტუმ“ მოახერხა, 7-ჯერ კი - „ბენფიკამ“.

პორტუგალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ბენფიკაა“ (37), მეორე ადგილს „პორტუ“ იკავებს (29), „სპორტინგი“ კი ლოგიკურად მესამეა, აწ უკვე 19 ტიტულით.