ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონა ტიტულს ემშვიდობება! ლევანტე 3:3 ბარსელონა

თარიღი 12 მაი 2021, 01:56

ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში "ბარსელონა" "ლევანტეს" ესტუმრა და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

25-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, რასაც 34-ე წუთზე პედრის გოლი მოჰყვა..

57-ე წუთზე მელერომ გაიტანა და ანგარიში 1:2 გახდა, მე-60 წუთზე კი მორალესმა წონასწორობა აღადგინა.

64-ე წუთზე დემბელემ "ბარსელონა" კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა 83-ე წუთზე ლეონმა საბოლოო წერტილი დასვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის გუნდის საჩემპიონო შანსები მინიმუმამდე შემცირდა.

აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ 90-ე წუთზე მოედანზე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი გამოვიდა.

 

VIDEO: ბარსელონასთან მატჩში გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე შევიდა