ავტორიზაცია

ლევანტემ ლა ლიგის დიდ სამეულთან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - დატროლვაც ორიგინალური გამოდგა

ლევანტემ ლა ლიგის დიდ სამეულთან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - დატროლვაც ორიგინალური გამოდგა
თარიღი 12 მაი 2021, 10:35

"ლევანტემ" ლა ლიგის დიდ სამეულთან დააფიქსირა საუკეთესო შედეგი მიმდინარე სეზონში - რვა ქულა. თავად განსაჯეთ:

მადრიდის "რეალთან" (0:2, 2:1), "ბარსელონასთან" (0:1, 3:3), მადრიდის "ატლეტიკოსთან" (1:1, 2:0). ვალენსიელების შემდეგ მოდის "კადისი", 7 ქულით.

კატალონიურ გუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ლურჯ-წითლების" პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა ორიგინალური პოსტი:

"ამიტომ არ დაგვიძახეს სუპერ ლიგაში", - რაც გულისხმობდა პრიმერა დივიზიონის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 36 მატჩის შემდეგ, "ბაყაყები" 40 ქულით იკავებენ მე-13 ადგილს, გასავარდნ ზონამდე სხვაობა 10 ქულაა.

აქვე დავამატებთ, პაკო ლოპესის გუნდში ირიცხება ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც "ბლაუგრანასთანაც" ითამაშა.

VIDEO: ბარსელონა ტიტულს ემშვიდობება! ლევანტე 3:3 ბარსელონა

VIDEO: ბარსელონასთან მატჩში გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე შევიდა