ავტორიზაცია

VIDEO: ქოჩორაშვილის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გოლი ლევანტეში

თარიღი 12 მაი 2021, 11:34

როგორც მოგეხსენებათ, "ლევანტესა" და "ბარსელონას" შეხვედრაში მოედანზე შემოვიდა მასპინძელთა ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი.

ქართველ ჰავბეკს ვალენსიელების მთავარ გუნდში დაუგროვდა ოთხი მატჩი და ცნობისთვის, მას ერთი გოლიც აქვს გატანილი.

2020 წლის 16 დეკემბერი - "ლურჯ-წითლებმა" კოპა დელ რეის პირველი რაუნდის ფარგლებში გაანადგურეს "რასინგ მურსია" (5:0).

"ბაყაყების" მხრიდან მეოთხე გოლი 87-ე წუთზე გაიტანა სწორედ "საბურთალოს" აღზრდილმა, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე შემოვიდა.

გთავაზობთ ამ თამაში ვიდეო მიმოხილვას - 21-წლის შუახაზელის მიერ შეგდებული ბურთი შეგიძლიათ იხილოთ ზუსტად 3:00 წუთზე.

VIDEO: ბარსელონასთან მატჩში გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე შევიდა

"ბარსელონასთვის საჩემპიონო რბოლა დასრულდა", - ბუსკეტსი