დინამო ბათუმმა 10-კაციან სამტრედიას მარტივად მოუგო [VIDEO]
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ერთმანეთს "სამტრედია" და "დინამო ბათუმი" დაუპირისპირდნენ.
პირველივე წუთებზე იმერელეთა ლიდერმა კაბამ ტრავმა მიიღო და მოედნიდან გავიდა.
28-ე წუთზე "სამტრედიას" კაცი გაუძევეს და მდგომარეობა გართულდა. 34-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ ანგარიში გახსნა.
ტაიმის მიწურულს კი ფანცულაიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0