ავტორიზაცია

გოლი ბოლო წამებზე: ლოკომოტივმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო [VIDEO]

თარიღი 12 მაი 2021, 18:22

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "შუქურასა" და "ლოკომოტივს" შორის.

მატჩი ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გოლს ვერცერთი იტანდა.

93-ე წუთზე კი ფლანგზე თორნიკე კირკიტაძის აქტიურობას ომარ იმრანის გოლი მოჰყვა - 0:1.

ამ გამარჯვებით რკინიგზელებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.