ავტორიზაცია

სევილიამ ვალენსია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

სევილიამ ვალენსია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
თარიღი 12 მაი 2021, 23:04

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის ეგიდით, "სევილიამ" "რამონ სანჩეს პისხუანზე" "ვალენსიას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ანდალუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა - 66-ე წუთზე, "ღამურების" კარი იუსუფ ენ ნესირიმ აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "სევილია" 74 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 3 ქულით ჩამორჩება. "ვალენსია" კი 39 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

მომდევნო მატჩს "სევილია" 16 მაისს "ვილიარეალთან" სტუმრად გამართავს. "ვალენსია" იმავე დღეს "ეიბარს" უმასპინძლებს.

ვიდეომიმოხილვა