გინდათ 100 გოლი? დაურეკეთ! - რონალდუს ისტორიული მიღწევა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ "სასუოლოსთან" შეხვედრაში იტალიაში გადმოსვლის შემდეგ თავისი მე-100 ბურთი გაიტანა.
პორტუგალიელი თავდამსხმელი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100+ გოლის გატანა მოახერხა სამ ქვეყანაში.
თავად განსაჯეთ - მადრიდის "რეალი", ესპანეთი - 450; "მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი - 118; ახლა კი "ბებერი ქალბატონიც", იტალია - 100.
ამის გარდა, "ბიანკონერის" ლიდერს 103 გოლი გატანილი აქვს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც. შთამბეჭდავია!
აქვე დავამატებთ, ანდრეა პირლოს გუნდის შვიდიანი 28 ბურთით სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა რბოლას ლიდერობს.
კალჩოს სეზონის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, პირენეელი ფორვარდი კი უახლოეს მდევრებს ექვსი გოლით უსწრებს.
VIDEO: რონალდუს საიუბილეო გოლი, მილანის შვიდი ბურთი და ბევრი სხვა - სერია ა-ს ტოპ მატჩები
რა მდგომარეობაა სერია ა-ს ბომბარდირთა რბოლაში ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე?