ავტორიზაცია

2 მატჩი ერთ დროს, დინამო არენაზე - სად ითამაშებს ლოკომოტივი?

2 მატჩი ერთ დროს, დინამო არენაზე - სად ითამაშებს ლოკომოტივი?
თარიღი 13 მაი 2021, 13:40

მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ყველა, 5-ვე შეხვედრა ერთ დღეს, 16 მაისს ჩატარდება.

"ლოკომოტივი" საშინაო მატჩებს მიმდინარე სეზონში "დინამო არენაზე" ატარებს, ამ ტურში კი ეს პრობლემა იქნება.

"დინამო თბილისი" საკუთარ მოედანზე "თელავს" მასპინძლობს, შესაბამისად, იმავე დღეს რკინიგზელები ამ სტადიონზე ვერ ითამაშებენ, თან ორივე მატჩი 18 საათზეა ჩანისნული.

ჩვენი ინფორმაციით, დროებით "ლოკომოტივი" საგურამოს ბაზაზე გადავა და საშინაო მატჩს იქ ჩაატარებს.

მე-13 ტურის მატჩი "ლოკომოტივსა" და "სამტრედიას" შორის საგურამოში, 20 საათზე დაიწყება,

გოლი ბოლო წამებზე: ლოკომოტივმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო