ავტორიზაცია

კავშირი ვარდისა და მიქაუტაძეს შორის - სერენის მწვრთნელის საინტერესო კომენტარი და ხუმრობა

კავშირი ვარდისა და მიქაუტაძეს შორის - სერენის მწვრთნელის საინტერესო კომენტარი და ხუმრობა
თარიღი 13 May 2021, 13:47

იუპილერ ლიგაში აღზევების შემდეგ, "სერენის" მთავარმა მწვრთნელმა, ემილიო ფერერამ გააკეთა საინტერესო კომენტარი და თავისი გუნდი "ლესტერს" შეადარა:

"სეზონის დაწყების წინ, გვქონდა სამი მიზანი - პროქსიმუს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, შემდეგ დავფიქრდით ვიცე-ჩემპიონობაზე, მოგვიანებით კი იუპილერ ლიგაში აღზევებაზეც გადავიტანეთ ყურადღება.

სერენის ისტორია ძალიან მაგონებს იმას, თუ რას მიაღწია ლესტერმა, როდესაც თავდაპირველად მიზანი იყო პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, შემდეგ 4-ეულში მოხვედრა, ბოლოს კი ყველაფერი ჩემპიონობით დასრულდა.

ჩემს გუნდს არ ვადარებ მათ, უბრალოდ სერენის წარმატებაც იმსახურებს ყურადღებასა და დაფასებას", - განაცხადა ბელგიელმა.

ლიეჟური გუნდის დამრიგებლის აღნიშნული კომენტარის შემდეგ, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა იხუმრეს, თუ მათი საყვარელი გუნდის მოთამაშეები არიან "მელიები", მაშინ, გიორგი მიქაუტაძე ჯეიმი ვარდი გამოდის.

საინტერესო და სახალისო პარალელია ორ თავდამსხმელს შორის, თუმცა არსებობს ორი უზუსტობა - ინგლისელი ფორვარდი დღემდე "ლურჯებშია", ქართველი კი ახალ სეზონს "მეცში" დაიწყებს.

ამის გარდა, ჩემპიონშიფში ყოფნის პერიოდში, მიდლანდელთა მთავარი ბომბარდირი იყო არა ვარდი, არამედ დევიდ ნიუჯენტი.

მიქაუტაძე: "კლუბს ვტოვებ და უკვე ახალი მიზანი მაქვს"

VIDEO: იდეალური სეზონის მივიწყებული სტარტი - გავიხსენოთ მიქაუტაძის პირველი გაბრწყინება