ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ფერნანდინიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მანჩესტერ სიტი ფერნანდინიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
თარიღი 13 მაი 2021, 13:51

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი, ფერნანდინიო "ქალაქელთა" რიგებში ასპარეზობას გააგრძელებს, წერს The Telegraph.

36 წლის ბრაზილიელი ინგლისურ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ შუახაზელს 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც აღინიშნება, ფერნანდინიოს სამხრეთ ამერიკიდან და ევროპიდან ჰქონდა წინადადებები, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

მიმდინარე სეზონში "სიტის" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.