დინამო ბათუმი - საბურთალოს მატჩის ბილეთები 25 და 800 ლარი ღირს
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გაიმართება საინტერესო დაპირისპირება "დინამო ბათუმსა" და "საბურთალოს" შორის.
შეხვედრა ბათუმში, ახალ არენაზე გაიმართება. თუ რა ხდებოდა ამ სტადიონზე, "დინამო თბილისთან" მატჩში კარგად ვნახეთ.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი 5, 10, 15, 25 და 800 ლარია. დაბალფასიანი ბილეთები უკვრ გაყიდულია.
რაც შეეხება 800 ლარიან ბილეთს, ის 6 პერსონაზე გათვლილი ლოჟის ბილეთია და მომსახურებაში საკვები და სხვა პაკეტებიც შედის.