ავტორიზაცია

დეპაი ბარსელონაში გადასვლაზე თანახმაა და მზადაა ფინანსური მოთხოვნები შეამციროს, თუმცა ერთი პირობით — MARCA

დეპაი ბარსელონაში გადასვლაზე თანახმაა და მზადაა ფინანსური მოთხოვნები შეამციროს, თუმცა ერთი პირობით — MARCA
თარიღი 13 მაი 2021, 22:40

"ბარსელონა" "ლიონის" თავდამსხმელს, მემფის დეპაის შეუთანხმდა, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

როგორც აღინიშნება, მხარეებმა კომპრომისს უკვე მიაღწიეს. 27 წლის ჰოლანდიელი მზად არის ფინანსური მოთხოვნები შეამციროს, თუ "ბარსას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, დეპაის 58 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობისას წვრთნიდა.

მემფისს "ლიონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

მოლაპარაკებები განახლდა — რა შემთხვევაში შედგება დეპაის ტრანსფერი ბარსელონაში?