ავტორიზაცია

მოურინიოს რომაში ბრაიტონის მცველის ხილვა სურს

მოურინიოს რომაში ბრაიტონის მცველის ხილვა სურს
თარიღი 13 მაი 2021, 23:41

"ბრაიტონის" მცველმა, ბენ უაიტმა კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, იტყობინება The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ინგლისელით "რომა" ინტერესდება.

როგორც აღინიშნება, რომაელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურს უაიტის თავისი გუნდის რიგებში ხილვა.

აგრეთვე, "ბრაიტონის" უკანახაზელის დამატება "დორტმუნდს", "პსჟ"-ს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალსაც" სურთ.

მიმდინარე სეზონში უაიტმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა.