ავტორიზაცია

ინტერი და ლაციო ჟირუთი ინტერესდებიან

ინტერი და ლაციო ჟირუთი ინტერესდებიან
თარიღი 13 მაი 2021, 23:48

"ინტერი" და "ლაციო" "ჩელსის" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთვის იბრძვიან, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ფრანგი 2021 წლის ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთ-ერთ იტალიურ კლუბში გადავიდეს.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ფენერბაჰჩეც" ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში ჟირუმ "ჩელსიში" 28 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.