ავტორიზაცია

ევერტონი უოლკოტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს

ევერტონი უოლკოტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს
თარიღი 13 მაი 2021, 23:52

"ევერტონი" თავდამსხმელ ტეო უოლკოტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები 32 წლის ინგლისელს შეელევიან, რომელიც ამ სეზონს იჯარით "საუთჰემპტონში" ატარებს.

როგორც აღინიშნება, უოლკოტი შესაძლოა "წმინდანების" სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდეს, გუნდს იგი დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

2020/21 წლების სეზონში უოლკოტმა "საუთჰემპტონის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.