ავტორიზაცია

ატალანტას თავდამსხმელმა კარიერა შეიძლება პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

ატალანტას თავდამსხმელმა კარიერა შეიძლება პრემიერ ლიგაში გააგრძელოს
თარიღი 14 მაი 2021, 19:37

"ატალანტას" თავდამსხმელმა, დუვან საპატამ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Eurosport.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის კოლუმბიელით "ვესტ ჰემი" ინტერესდება.

როგორც აღინიშნება, ინგლისურმა კლუბმა "ატალანტას" წინადადებით უკვე მიმართა.

2020/21 წლების სეზონში საპატამ ბერგამოელთა მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, სამხრეთამერიკელი ფორვარდი 38 მილიონი ევრო ღირს.