ატალანტას თავდამსხმელმა კარიერა შეიძლება პრემიერ ლიგაში გააგრძელოს
"ატალანტას" თავდამსხმელმა, დუვან საპატამ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Eurosport.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის კოლუმბიელით "ვესტ ჰემი" ინტერესდება.
როგორც აღინიშნება, ინგლისურმა კლუბმა "ატალანტას" წინადადებით უკვე მიმართა.
2020/21 წლების სეზონში საპატამ ბერგამოელთა მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt.com-ის ვერსიით, სამხრეთამერიკელი ფორვარდი 38 მილიონი ევრო ღირს.